გაცნობებთ, რომ ამჟამად ხორციელდება სსიპ - შსს აკადემიის შსს არქივში დაცული მასალების როტაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კუთვნილი .. "მოდულის" შენობიდან (მის: . თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N72) სსიპ - შსს აკადემიის ტერიტორიაზე (მის: . თბილისი, გმირ კურსანტთა . N4) მდებარე დროებითი განთავსების ადგილას.
ამავდროულად, საარქივო დოკუმენტაციის, ინვენტარისა და საფონდო მასალების ტრანსპორტირებისათვის მომზადების უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ - შსს აკადემიის რექტორის 2017 წლის 14 ივლისის N1685550 ბრძანების საფუძველზე, ამა წლის 20 ივლისიდან 20 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, შსს არქივის მიერ დროებით შეჩერებულია ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მომსახურეობა, რომლის განახლებისთანავე დაუყოვნებლივ გეცნობებათ დამატებით.
ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის!
www.archive.mia.ge