საქართველოს სსრ საგანგებო კომისიის (ЧК), სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს (ГПУ), შინსახკომის (შინაგან საქმეთა სახელმწიფო კომისარიატი (НКВД) მიერ გასამართლებულ პირთა მიმართ განაჩენის უმაღლესი ზომა - დახვრეტის სისრულეში მოყვანის შესახებ მიმოწერა და აქტები - 1921 წლიდან 1952 წლის ჩათვლით.
ფონდი მოიცავს 92 საქმეს. დაცული დოკუმენტების მიხედვით სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიესაჯა 16 693 პიროვნებას, რომელიც სისრულეში იქნა მოყვანილი.
ფონდში დაცულია აგრეთვე:
- სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელი სესიის მიერ გასამართლებულ პირთა სიები; - სსრკ შინსახკომის განსაკუთრებული სათათბიროს სასამართლო სხდომის ოქმები (ასლები); - სამხედრო ტრიბუნალის მიერ გასამართლებულ პირთა სასამართლო და კასაციური წარმოების ნუსხები და არქივში მათი გაფორმების შესახებ მიმოწერა. - სსრკ შინსახკომისა და პროკურატურის (ორეული) მიერ 1937-38 წ.წ. გასამართლებულ პირთა სია.