Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
2018 წლის კალენდრის პრეზენტაცია
შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერ გამოცემული 2018 წლის კალენდრის პრეზენტაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გაიმართა. ახალი კა­ლენ­და­რი სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის 100 წლის იუბ­ილ­ეს ეძ­ღვნე­ბა. კალენდარში წარმოდგენილი დოკუმენტები დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდს ასახავს. მარ­თა­ლია, დემოკრატიულმა სახელმწიფომ სულ რა­ღაც სა­მი წე­ლი იარ­სე­ბა, მაგ­რამ ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი მნიშვნელოვანი ნა­ბი­ჯი გა­და­იდ­გა.კალენდრის ფურცლებზე  საზოგადოებისთვის უცნობი საარქივო დოკუმენტებია წარმოდგენილი. ღონისძიებას ესწრებოდნენ: შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები.