Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერ გამოცემული 2018 წლის კალენდრის პრეზენტაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გაიმართა.
ახალი კალენდარი საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ეძღვნება. კალენდარში წარმოდგენილი დოკუმენტები დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდს ასახავს. მართალია, დემოკრატიულმა სახელმწიფომ სულ რაღაც სამი წელი იარსება, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.
კალენდრის ფურცლებზე საზოგადოებისთვის უცნობი საარქივო დოკუმენტებია წარმოდგენილი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები.