Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
შსს-ს არქივმა ჟურნალ „საარქივო მოამბის“ მე-18 ნომრის
პრეზენტაცია გამართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერ გამოცემული ჟურნალ ,,საარქივო მოამბის“ ახალი ნომრის პრეზენტაცია საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართა.
პრეზენტაციას შსს-ს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე, შსს-ს არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დელეგაცია და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ჟურნალ „საარქივო მოამბის“ მე-18 ნომერი, რომელიც თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმთან ერთად მომზადდა, საბჭოთა პერიოდში ხელოვნების სფეროში განხორციელებულ რეპრესიებს ეძღვნება. მისი საშუალებით საზოგადოება შსს-ს არქივში დაცულ, წლების განმავლობაში გასაიდუმლოებულ საარქივო მასალებსა და ხელოვნების მუზეუმის ფონდებში არსებულ უნიკალურ ფოტოდოკუმენტაციას გაეცნობა.